არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, არ მიიღოს ახალი რეგულაციები იმ ფორმით, როგორსაც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება ითვალისწინებს. ხელისუფლებას საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის ისეთი რეგულაციები შემოაქვს, რაც მედიის საქმიანობას ზღუდავს.
ცვლილებები კომფორტს უქმნის დეპუტატებს, ჟურნალისტებს კი შეკითხვების დასმა შესაძლოა, აკრედიტაციის დაკარგვად დაუჯდეთ. ქართული ოცნება, რომელიც კრიტიკული მედიის ეთერში ისედაც არ დადის, ახლა ცდილობს, პარლამენტშიც აიცილოს თავიდან შეკითხვები. ამის მისაღწევად უკვე პარლამენტში ამკვიდრებს რეპრესიულ მეთოდებს.