logo
ENG



შემოსავლების სამსახური: მებაჟეებმა სომხეთიდან შემოსულ მანქანაში 13 კგ მარიხუანა აღმოაჩინეს

19 ივნ 202420:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/19/34mxc2mx78qgmh7.jpg

საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო საავტომობილო" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთიდან შემოსულ ავტომობილში 13 კგ მარიხუანა აღმოაჩინეს. 

შემოსავლების სამსახურის ცნობით, მას უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა. 

"სამართალდამრღვევ მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა საქართველოს საზღვარზე, მალულად (ავტომობილის საბარგულში თხევადი გაზის ავზში,  წინასწარ მოწყობილ სამალავში) შემოჰქონდა.

აღნიშნული აკრძალული ნარკოტიკული საშუალება დაპრესილ მდგომარეობაში,  11 პოლიეთილენის შეფუთვაში იყო მოთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულს გადაეცა", - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა