logo
ENG



შემოწმებული 26 რესტორნიდან, რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 დაჯარიმდა

15 ივნ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 
cm7qamkhg1u69ju.jpg

 

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში შემოწმებული 26 რესტორნიდან, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევის გამო, 16 დაჯარიმდა. ჯარიმების საერთო ოდენობამ 160 ათასი ლარი შეადგინა.

„მკაცრად კონტროლდება დადგენილი წესები და სტანდარტები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით დადგენილი ჯარიმები. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გეგმური ინსპექტირების ფარგლებში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში 26 რესტორანი შეამოწმა, რომელთაგან 16 სანქციებს დაექვემდებარა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება სასტუმროებს, 939 ობიექტიდან მუშაობის განახლების ნებართვა მხოლოდ 150-ზე გაიცა.

„დადგენილი წესების აღსრულება კონტროლდება სასტუმროებშიც. დღევანდელი მდგომარეობით შემოწმებული 939 სასტუმროდან, 150-ს მუშაობის განახლების ნებართვა მიეცა, 175-მა დადგენილი წესები ვერ დააკმაყოფილა და ისინი დამატებით შემოწმდებიან, დარჩენილმა ნაწილმა კი სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამატებითი დრო ითხოვა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 


close დახურვა