logo
ENG



შემრიგებლური პოზიცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები

26 ოქტ 201914:02
3 წუთის საკითხავი
 
m4rj8lmhxjdjiu8.jpg

შემრიგებლური პოზიცია რუსეთს კიდევ უფრო წაახალისებს - საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტები რუსეთთან მიმართებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებენ.

მათი აზრით, ე.წ. არგაღიზიანების პოლიტიკა მხოლოდ ხელს უხსნის რუსეთს. ექსპერტები, საერთაშორისო ტრიბუნების უფრო აქტიურად გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

"მე მიმაჩნია, რომ ხმაური უნდა ატეხილიყო და არა მარტო ამაზე, არამედ ნებისმიერ ნაბიჯზე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დგამენ, და ყოველ ნახევარ გადმოწეულ მეტრზე რაც შეიძლება ხმამაღალი რეაგირება უნდა იყოს საქართველოს მხრიდან და ეს იქნება პროვოკაციებისგან დამცავი და არა ის, რომ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ, არგაღიზიანების პოლიტიკის საბაბით და რეალურად სადაც მივდივართ და რა შედეგიც მოაქვს ამ ყველაფერს, ამას ვხედავთ. 

ხელისუფლებას მოსვლისთანავე აქვს ეს პოლიტიკა მას მიაჩნია, რომ არგაღიზიანების პოლიტიკით სტატუს კვოს შეინარჩუნებს, მაგრამ ყველანი ვხედავთ, რომ ამის შენარჩუნება ძვირი უჯდება საქართველოს ხელისუფლებას და ვკარგავთ ტერიტორიებს, პროვოკაციები იზრდება დაა არგაღიზიანების პოლიტიკა არ არის ეფექტური მექანიზმი ამ ყველაფრის შესაჩერებლად," - განაცხადა ექსპერტმა.


close დახურვა