საზაფხულო ბომბი აფეთქდა, შენგელია ცე ეს კა-ში ითამაშებს - ამ სათაურით ბერძნულმა მედიამ, ქართველი კალათბურთელის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი გრანდი შენგელიას 3-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
ქართველ კალათბურთელს, „ბასკონიასთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებს, მისი გადაბირების მსურველ კლუბს კი კომპენსაციის სახით მილიონ ნახევარი ევროს გადახდა მოუწევს. წყაროს ინფრომაციით, მოსკოვის ცსკა-მ, ესპანური მხარე ამ თანხის შემცირებაზე დაითანხმდა და სპორტსმენს ხელსაყრელს ფასად შეიძენს. თორნიკე შენგელია ამჟამად ბასკონიასთან ერთად ვალენსიაში იმყოფება, სადაც 17 ივნისიდან ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპი დაიწყება.