logo
ENG



შენი თვალების ზეცა - ახალი სიმღერა იუბილარ რუსუდან სებისკვერაძის შემოქმედებაში

02 აგვ 202020:51
3 წუთის საკითხავი
 

რუსუდან სებისკვერაძის მუსიკა ქართველებისთვის იმდენად ორგანული გახდა, რომ მის შემოქმედებას ხშირად ხალხურს მიაწერენ ხოლმე. კომპოზიტორი  ნიჭისა და თავმდაბლობის გამო მალევე გახდა პოპულარული. 

რუსუდან სებისკვერაძის პატრიოტულ მოტივებზე შექმნილ მუსიკას კიდევ ერთი შეემატა. „შენი თვალების ზეცა“ რატი ამაღლობელის ლექსზე დაიწერა და ის  აგვისტოს ომის გმირებს ეძღვნება. მსმენელი მას სიმბოლურად ომის მე-12 წლისთავზე, 7 აგვისტოს მოისმენს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ორგანიზებული საღამო სტუმრებს ოკუპაციის მუზეუმში უმასპინძლებს.


close დახურვა