logo
ENG



შერმადინის 17 ქულა - ტენერიფემ სარაგოსა დაამარცხა

22 სექ 202011:45
3 წუთის საკითხავი
 
nou790dxwb6hdd6.jpg

ტენერიფემ, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი იცავს, ესპანური ლიგა ენდესას ახალი სეზონით გამარჯვებით დაიწყო. ტენერიფელები შერმადინის ერთ-ერთ ყოფილ კლუბ სარაგოსას შეხვდნენ და ოვერტაიმში 91:86 მოიგეს.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 17 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. საქართველოს ნაკრების ლიდერი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ტენერიფემ გამარჯვებას სწორედ მისი და ფიტიპალდოს კარგი თამაშით მიაღწია.

იბეროსტარ ტენერიფე“ ლიგა ენდესას ეგიდით მომდევნო შეხვედრას 23 სექტემბერს გამართავს და თბილისის დროით 23:45 წუთზე „ბილბაოს“ შეხვდება.


close დახურვა