logo
ENG



შესაძლო კორუფციის ნიშნები გორის მუნიციპალიტეტში-NGO-ები საჩივარს ამზადებენ

06 ნოე 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
xk6hkxomiruaahk.png

საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრი ანტიკორუფციულ სააგენტოს საჩივრით მიმართავს. არასამთავრობო ორანიზაცაში აცხადებენ, რომ გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებულ ტენდერებში კორუფციის ნიშნები იკვეთება.

„საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის“ დირექტორის ირენა სტურუას განცხადებით, გორის მაჟორიტარისა და პარლამენტის დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტო გარემოში იგებს.

მისივე თქმით, ერთი წლის განმავლობაში დეპუტატის კოპანიმ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში 13 მსხვილმასშტაბიანი პროექტი მოიგო, საიდანაც 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მესამე სექტორში ეჭვობენ, რომ მაჟორიტარს კომფორტულ გარემოს გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი უქმნის.

 


close დახურვა