შეტაკებების გამო კიევის მერია, მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში არ გავიდნენ.
"ჩვენი ქალაქის ქუჩებში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. გთხოვთ, დაიცვათ სიმშვიდე და მაქსიმალურად ფრთხილად იყოთ. თუ თავშესაფარში ხართ - ახლა არ დატოვოთ. თუ სახლში ხართ - არ მიხვიდეთ ფანჯრებთან, არ გახვიდეთ აივნებზე", - აცხადებენ ქალაქის ადმინისტრაციაში.
სოციალური ქსელებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევის ცენტრში სროლის ხმა ისმის.