ბარსელონაში დემონსტრანტებსა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს შორის შეტაკების შედეგად 40 ადამიანი დაშავდა.
არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციის სამმართველოსთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შენობას ქვები დაუშინეს და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
მასობრივი გამოსვლები კატალონიაში ყოფილი ლიდერების განაჩენს მოჰყვა. უზენაესმა სასამართლომ ისინი ამბოხის მოწყობაში სცნო დამნაშავედ და 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.