logo
ENG



შეტევა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ

29 მარ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

ფართომასშტაბიანი ომი რეგიონში და უსაფრთხოების გამოწვევები ქართული ოცნების პრიორიტეტების სათავეში არაა. სასამართლოს ხელით ახლა ფორმულას დამფუძნებლის წინააღმდეგ მორიგი შეტევისთვის მოიცალეს. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის მფლობელს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა საქალაქო სასამართლომ იმ საქმეზე, რომელზე ორჯერ დავით კეზერაშვილი გამართლდა.

საბოლოო განაჩენი კრიტიკული მედიის დამფუძნებელს ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, უზენაეს სასამართლოში, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ღარიბაშვილის მუქარის შემდეგ, გამოუტანა. დავით კეზერაშვილის ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ანაზღაურების მოთხოვნა რეალურს ხდის ფორმულას წილების დაყადაღებას და მედიის საქმიანობის შეფერხებას.


close დახურვა