კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც სამოქალაქო სექტორის შეფასებით, ქვეყანას უკან დახევს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფარულ მიყურადებას ფაქტობრივად უვადოდ შეძლებს. კანონპროექტს მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ კომიტეტებში უკვე დაუჭირა. წინ კენჭისყრაა. ოპოზიცია და უფლებადამცველები ამბობენ, რომ ხელისუფლება დამატებით ბერკეტებს იქმნის ოპონენტებთან და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
შეუზღუდავი კონტროლის უფლება
02 ივნ 202220:27
3 წუთის საკითხავი