logo
ENG



შეუსრულებელი დაპირებების ფონზე ივანიშვილი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ მუქარას ასრულებს

04 დეკ 201919:26
3 წუთის საკითხავი
 
a1laxucr9tvbde9.jpg

თითქმის ყველა შეუსრულებელი დაპირებების ფონზე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ მუქარას ასრულებს. ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ტელეკომპანია „იმედზე“ გამოსვლაში თქვა, რომ - ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა, - ამ სიტყვებიდან მალევე თაროებიდან გადმოიღეს 7 წლის წინანდელი საქმე და ნიკა მელიას პოლიტიკური საქმიანობა შეუზღუდეს.

დღეს გააქტიურდა სამართლებრივი დავა გიგი უგულავას წინააღმდეგ, მისთვის წაყენებული ბრალი მინიმუმ 9 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ოპოზიციის ლიდერს ფულის გათეთრებას ედავებიან. ბრალდება, რომელიც ივანიშვილის კიდევ ერთ ოპონენტს, მამუკა ხაზარაძეს აქვს წაყენებული.


close დახურვა