logo
ENG



შეცვალე: შოთაძე კარგი მონა იქნება

18 თებ 202007:58
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტთან ოპოზიციის აქციას სამოქალაქო მოძრაობებიც შეუერთდებიან. აქტივისტები მონაწილეობას პიკეტირებაშიც მიიღებენ. სამოქალაქო აქტივისტები თვლიან, რომ ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური დავალებების შემსრულებლად გამოიყენებს.

სირცხვილიას" აქტივისტის, ნოდარ რუხაძის თქმით, დღევანდელი აქცია იმ მიზანს ემსახურება, რომ „ქართულმა ოცნებამ" მოქალაქეების პროტესტის ხმა გაიგოს.

„სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ მხარდაჭერას უცხადებს ნებისმიერი სახის მშვიდობიან პროტესტს, რომელიც მიმართული იქნება იქითკენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დავანახოთ თავიანთი ნამდვილი სახე, რომ მათ გაიგონ მშვიდობიანი მოქალაქეების ლეგიტიმური პროტესტის ხმა. შოთაძე არის ადამიანი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იყენებს პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად“, - აცხადებს რუხაძეს.

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი კი მიიჩნევს, რომ შოთაძე თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ არაერთ დანაშაულებრივ ქმედებას ჩაიდენს.

„რა თქმა უნდა, ირაკლი შოთაძე იქნება კარგი მონა და კარგად შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს. ამ კაცის ნიშნავს, რომ ის იქნება კრიმინალში ჩაფლული. მოძრაობა „შეცვალეს“ ექნება პერფორმანსი, რომელიც შოთაძის დღევანდელობა გამოხატავს“, - განაცხადა ბიძინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

ამავდროულად, შოთაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობა შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა - გენერალური პროკურორობის კანდიდატის სასარგებლოდ 8 დეპუტატმა მისცა ხმა. შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა დღეს გაიმართება. 

სწორედ შოთაძის არჩევას გააპროტესტებენ ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ისინი პარლამენტის პიკეტირებასა და პერფორმანსების გამართვას აპირებენ. 


close დახურვა