ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა.
ახალგაზრდებმა რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან აქცია გამართეს და ოკუპაცია კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. ადგილზე შეკრებილებმა სანთლები დაანთეს და დაღუპული გმირების სახელზე ცაში მანათობელი ფრანები გაუშვეს.
„ეს არის არჩილისთვის მადლობის გადახდა. ამ ადამიანმა გაიღო ყველაზე ძვირფასი რამ - მისი სიცოცხლე. ჩვენ არ დავივიწყებთ, რომ საქართველო არის ოკუპირებული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დეოკუპაციის საკითხი დაბრუნდეს უმაღლეს ტრიბუნებზე, მსოფლიო მასშტაბით“, - აცხადებენ აქტივისტები.