logo
ENG



შეცვალეს აქტივისტი: არ შევწყვეტთ საქმიანობას, აუცილებლად გავაკეთებთ იმას, რაც დავპირდით ხალხს

23 ნოე 201911:04
3 წუთის საკითხავი
 
zfxl4suuy21yycy.jpg

გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა, მოძრაობა „შეცვალეს“ 4 აქტივისტის სასამართლო პროცესი, რომლებიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა აქციის დროს დააკავეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, დარბაზიდან გათავისუფლდა მოძრაობის წევრი ტიტე გედენიძე და მის ეპიზოდზე საქმე შეწყდა. ასევე სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლეს სხვა აქტივისტებიც, თუმცა მათი პროცესი 25 ნოემბერს გაიმართება.

„მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილი იყო ჩვენ წინააღმდეგ, არ იყო გადაგზავნილი დაცვის მხარისთვის და ვერ მოასწრო დაცვის მხარემ გაცნობა. ეს იყო ბრალდების მხარის მინუსი. სწორედ ამიტომ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. მოძრაობს „შეცვალე“ არ შეწყვეტს საქმიაობას, არ გავჩერდებით, კანონს არ ვარღვევთ და აუცილებლად შევცვლით და გავაკეთებთ იმას, რაც დავპირდით ქართველ ხალხს,“ - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.


close დახურვა