logo
ENG



შეცვალეს აქტივისტი ბიძინაშვილი გაათავისუფლეს

02 დეკ 201907:18
3 წუთის საკითხავი
 
xfpbwh0gkz0e69g.jpg

გვიან ღამე აქტივისტმა დიმა ბიძინაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორი  დატოვა. ახლობლებთან ერთად რუსთავში მას სამოქალაქო მოძრაობის „შეცვალეს" წევრებიც დახვდნენ. როგორც ბიძინაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაუბრუნდება ხალხს.

„ის ძალაუფლება, რომელიც მიიტაცეთ, აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ ხალხს. სანამ ეს არ მოხდება, მანამ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენ თუ პატარა ჩანთებით შევდივართ საპატიმროში, მას მოუწევს უფრო დიდი ჩანთის ჩალაგება, რადგან წასაყვანი ყავს ზებრა, პინგვინი, ლეიმურაზი და აკვარიუმით ზვიგენი“, - განაცხადა ბიძნაშვილმა.

რუსთავის იზოლატორთან იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილიც. ხაბეიშვილის თქმით, სამოქალაქო აქტივისტები და ახალგაზრდები აუცილებლად შეცვლიან არსებულ მმართველობას.

„ბატონო ბიძინა, ციხის არავის ეშინია. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები შეცვლიან ამ კრიმინალურ მმართველობას და მეტიც, ამ ბიჭებს, რომელთაც უკანონოდ უწევთ პატიმრობა, ძალიან მალე ნამდვილი კრიმინალები ჩაანაცვლებენ და ესენი არიან ივანიშვილი, ფარცხალაძე, მურუსიძე და ის ბანდა, რომელიც დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დიმა ბიძინაშვილი სხვა აქტივისტებთან ერთად 18 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე აქციის, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ დარბევისას დააკავეს.

 


close დახურვა