logo
ENG



შეწყალებულმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა საპატიმრო დატოვეს

23 ნოე 202611:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/23/n4cv4y33jehz20q.png

სინდისის პატიმრებმა გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ და ნიკოლოზ ჯავახიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, ანრი კვარაცხელიამ დანარჩენ პატიმრებს თავისუფლება უსურვა.

„ჩვეულებრივი მომენტია, ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთი საქმის თვითონ იციან!“, — აღნიშნა კვარაცხელიამ.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში მოხვდნენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები — გიორგი მინდაძე, ანრი კვარაცხელია და ნიკოლოზ ჯავახიშვილი.


close დახურვა