logo
ENG



შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა - გირჩის მხარდამჭერებმა აქცია-მსვლელობა გამართეს

29 ოქტ 201913:27
3 წუთის საკითხავი
 
a41enc5t86v3ei0.jpeg

"შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა" - ამ მოთხოვნით შმაქსისტებმა და "გირჩის" მხარდამჭერებმა შსს-ს მიმართულებით აქცია-მსვლელობა გამართეს. პროტესტს სამი მოთხოვნა აქვს: შეწყდეს შმაქსებზე ნადირობა; გაუქმდეს ყველა ის ჯარიმა, რომელიც გამოუწერეს შმაქსისტებსა და ტაქსისტებს და გაუქმდეს ე.წ. ტაქსების რეფორმა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 20 შმაქსისტია დაჯარიმებული. "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ შსს-ში ოფიციალური წერილი დატოვა და ჯარიმების გაუქმება მოითხოვა. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შმაქსისტები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. აქცია-მსვლელობაში მონაწილეობა 100-მდე შმაქსისტმა მიიღო.

გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შმაქსისტები პოლიციას საგანმანათლებლო პროექტზე უყვებიან, მათი უმეტესობა ჯარიმას მაინც წერს

"ეს ადამიანები მიდიან, რომ გაასაჩივრონ ჯარიმები და იქ აკაჩავებენ, ატყუებენ, რომ ის შმაქსმა შეიყვანა შეცდომაში", - განაცხადა ჯაფარიძე.

 


close დახურვა