სამი ოპოზიციონერით ნაკლები ჰყავს დღეიდან პარლამენტს, მანდატების ჩამორთმევით ოცნებამ ასევე წაართვა შანსი ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიისთვის საჭირო ხმები ჰქონდეს. ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი და ბადრი ჯაფარიძე - ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად პარლამენტის გარეთ გააგრძელებენ.
ოცნების გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილისთვისაც კი მიუღებელი გახდა. უფლებამოსილების შეწყვეტას დარბაზში ესწრებოდა ბადრი ჯაფარიძე, დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერს მანდატი მეორედ შეუწყდა - პირველად სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.