როგორ ვებრძოლოთ რუსულ პროპაგანდას? - ამ თემაზე „საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველოს“ ინიციატივით, არასამთავრობო სექსტორსა და მედია მენეჯერებს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მამუკა ანდღულაძის განცხდებით, ხელისუფლების მხრიდან არ არსებობს პოლიტიკური ნება, უფრო მეტი ყურადრება მიექცეს აღნიშნულ საკითხს. ის ორგანიზაციები კი, რომლებიც რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მუშაობენ, ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტები ხდებიან.
„ თუ გსურს ებრძოლო პროპაგანდას პირველ რიგში შენთვითონ უნდა შეწყვიტო პროპაგანდის გავრცელება. ის პოლიტიკა რომელიც ხელისუფლებას აქვს ნორმალურ შემთხვევაში არის საპირისპირო, ვინც უნდა იყოს მოკავშირე მას ესხმის თავს და მის მიმართ ავრცელებს ყალბ ინფორმაციას.“ - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.
არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას ურჩევს, ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან.