logo
ENG



შვედეთი FARA-ზე: ემატება რეპრესიული კანონების რიგს, მიზანი დამოუკიდებელი ხმის ჩახშობაა

31 მაი 202514:17
3 წუთის საკითხავი
 
2025/05/31/3068v0bumtbr5nv.png

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების მიერ დამტკიცებული ე.წ. FARA-ს კანონის ამოქმედებას X-ზე განცხადებით ეხმაურება.

"ახალი - უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი მტკიცედ დგას საქართველოს მამაცი სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით მისი შთამბეჭდავი მუშაობის გვერდით", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა