![2022/02/02/vhvjjzbafx4ur0u.jpg](/uploads_script3/articles/2022/02/02/vhvjjzbafx4ur0u.jpg)
შვედეთი უკრაინას მომავალი სამი წლის განმავლობაში 5,4 მილიონი დოლარით დაეხმარება. გამოყოფილი თანხა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებას, ეკონომიკურ განვითარებასა და დიალოგს მოხმარდება.
თანხა ჩაირიცხება საპარტნიორო ფონდში, რომელიც აშშ-მ, შვეიცარიამ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის შეიქმნა.
"ეს ფონდი წვლილს შეიტანს უკრაინის გაძლიერებაში. ის შეძლებს სწრაფად და მოქნილად უპასუხოს საჭიროებებს, რომელიც 2014 წლის რუსული აგრესიის შედეგად ჩნდება", - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ახალი დახმარება დაემატება ყოველწლიურად 240 მილიონ შვედურ კრონს, რომელსაც უკრაინა შვედეთისგან ყოველწლიურად იღებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის რეფორმისთვის.