შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსენმა პრესკონფერენცია გამართა და მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გუნდის შანსებსა და ზლატანზე
„ჯერჯერობით არ ვიცი, შეუძლია თუ არა იბრას ორივე მატჩში 90 წუთის თამაში, მაგრამ ფიზიკურად ის საოცრად კარგად გამოიყურება. დღეს ცოტა ხანი ვისაუბრეთ, ცოტა უნდა ვიფიქრო, თუმცა ინტერთან მატჩში ძალიან კარგი იყო, ჩანს, რომ ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული, იგი მილანში დიდ პასუხიმგებლობას იღებს და იმედია ასე იქნება ნაკრებშიც ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუნდაც გამოცდილების თვალსაზრისით“
„იქნება თუ არა ზლატანი ესპანეთის წინააღმდეგ?-ამჟამად ჩემთვის მხოლოდ საქართველოსთან დაპირისპირებაა მნიშვნელოვანი და გეგმა რომელმაც გამარჯვება უნდა მოგვაპოვებინოს“
შვედებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში შექმნილ მძიმე პანდემიურ სიტუაციაზე:
დიახ, გავიგე საქართველოში ეპიდმდგომარეობის შესახებ. გუშინ ჩვენი კოორდინატორი სესილია სანდელი საქართველოში ჩავიდა და უსაფრთხოების ზომებზე მუშაობა დაიწო, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა ფეხბურთელს აცრა რომ გაეკეთებინა, თავს უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობდით და უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ეს ინდივიდუალური არჩევანია და უბრალოდ, ძალიან რთულია. ვერ ავირჩევ ფეხბურთელებს იმის მიხედვით ვინ აცრილია და ვინ - არა, მაგრამ აშკარაა, რომ უკეთესი იქნებოდა, რომ ყველა აცრილი ყოფილიყო-განაცხადა ანდერსონმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 7 მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს. ვილი სანიოლის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს შვედეთთან მატჩით დასრულებს, წლის ბოლო შეხვედრაში კი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთს ამხანაგურად გაეჯიბრება.
შვედეთის ნაკრების თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა
09 ნოე 202113:41
3 წუთის საკითხავი