logo
ENG



შვედეთის საგარეო: არ ვცნობთ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს

10 ივნ 202418:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/10/f5t6lx57vnabpaw.jpg

შვედეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არ ცნობს. განცხადებას შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე ავრცელებს.

"შვედეთი არ ცნობს, ე.წ. "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარებას, საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში. შვედეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”. - წერს შვედეთის საგარეო.

***

ე.წ. არჩევნებს გმობს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს ლატვიაც. განცხადებაში ლატვია რუსეთს, ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიას მოუწოდებს, უკან წაიღონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების "აღიარება", ასევე, მიმართავს რუსეთს, დაასრულოს ამ რეგიონების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებულ "არჩევნებს" გმობს ისლანდიაც. 

"რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოდან და პატივი სცეს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე განცხადება გაავრცელა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, რომელმაც ასევე დაგმო ე.წ. არჩევნები.


close დახურვა