logo
ENG



შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით მემარცხენე ოპოზიცია ლიდერობს

14 სექ 202610:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/nnwqtz66t3ylssx.png

შვედეთში 13 სექტემბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ, პირველ ადგილზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მაგდალენა ანდერსონის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიამ  ხმათა 28-% ზე მეტი მოიპოვა.

  ოპოზიციურმა მემარცხენე ბლოკმა, რომელშიც სოციალ-დემოკრატების გარდა მემარცხენე პარტია, „მწვანეები“ და ცენტრის პარტია შედიან, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მმართველ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსზე მცირე უპირატესობა მოიპოვა.

წინასაარჩევნო პროგნოზით, მემარცხენე გაერთიანებას რიკსდაგში 349-დან სავარაუდოდ 176 ადგილი ექნება, რაც მათ ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას აძლევს, თუკი მხარეებს შორის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა არ წარმოიქმნება.


close დახურვა