logo
ENG



შვეიცარიამ ვეტო დაადო გერმანიის მოთხოვნას, უკრაინას გადასცეს შვეიცარიული წარმოების იარაღი

24 აპრ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/24/40rkg5cbyytla24.png

შვეიცარიამ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება აუკრძალა. 

გაზეთ SonntagsZeitung-ის ცნობით, ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს სპიკერმა განაცხადა, რომ გერმანიამ მათ ორჯერ მიმართა მოთხოვნით, მიეცა ნებართვა, უკრაინისთვის შვეიცარიული წარმოების იარაღი გადაეცა.

თუმცა, "მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან ქვეყანა ნეიტრალურია"

მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინას იარაღს მიაწვდის, თუმცა, არა მძიმე აღჭურვილობას - გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის სამხედრო დახმარების სიიდან ყველა მძიმე იარაღი ამოიღო. კერძოდ, ლეოპარდის ტანკები, პუმა და მარდერის ჯავშანტრანსპორტიორები, ბოქსერი და ჯავშანტექნიკა.

19 აპრილს კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ ამოწურა იმ იარაღის მარაგი, საიდანაც უკრაინას აწვდიდა, მაგრამ იმუშავებს სამხედრო აღჭურვილობის კერძო მწარმოებლებთან.

"ჩვენ ვაპირებთ გადავიხადოთ ამ მიწოდების თანხა". - განაცხადა მან. 

პარასკევს შოლცმა თქვა, რომ 2022 წელს მისი მთავრობა გაზრდის ქვეყნის სამხედრო დახმარების ხარჯებს 2,16 მილიარდ დოლარამდე, საიდანაც დიდი წილი უკრაინას გადაეცემა. 


close დახურვა