შვეიცარიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის დაწესებული უახლესი სანქციები მიიღო.
ქვეყანა ასევე აცხადებს, რომ დამატებით 200 ინდივიდსა და კომპანიას უწესებს სანქციებს, მათ შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 2 შვილი.
„2022 წლის 13 აპრილს ფედერალურმა საბჭომ გადაწყვიტა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ მიიღოს ევროკავშირის შედგენილი ახალი სანქციები.
შვეიცარიის ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამსახურმა ასევე მიიღო დამატებით სანქციები 200-ზე მეტი ადამიანისა და კომპანიებისთვის, ვინც პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების ნაწილია, აქტიურია სამხედრო სფეროში და საკომუნიკაციო და პროპაგანდის მიმართულებით, ან ოლიგარქების ან მათ ოჯახებთან დაახლოებულ წრეებში არიან.
პრეზიდენტ პუტინის 2 შვილი ასევე ფიგურირებენ სანქცირებული ადამიანების სიაში, რომელიც ახლა იდენტურია ევროკავშირის [სანქციების სიის]. შესწორებები ძალაში 13 აპრილიდან შევა“, - აცხადებს შვეიცარიის ფედერალური საბჭო.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა სანქციების ახალი პაკეტი 8 აპრილს გამოაცხადა. აიკრძალა ქვანახშირის, ხის მასალების იმპორტი რუსეთიდან და აიკრძალა რუსულ ბანკებთან, მათ შორის VTB-სთან, ტრანზაქციები.
შვეიცარიის მიღებული პაკეტი ევროკავშირის ზომებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ არ აწესებს შეზღუდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან ევროკავშირამდე საგზაო და საზღვაო ტრანსპორტზე, რაც მათი თქმით შვეიცარიის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე არაა საჭირო.
გასულ კვირას შვეიცარიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს 7.5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ღირებულების ფინანსები და აქტივები გაუყინა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის მეზობელი ქვეყანამ ლიხტენშტაინმაც მიიღო ევროკავშირი სანქციები და განაცხადა, რომ რუსეთთან დაკავშირებული 260 მილიონი შვეიცარიული ფრანკის მოცულობის ფინანსები გაყინა.