logo
ENG



შვილების თვალწინ ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

29 მაი 202316:59
3 წუთის საკითხავი
clock 1967
2023/05/29/15h1bd84ol7ydoy.png

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კაცს, რომელმაც 2022 წლის 4 სექტემბერს სოფელ ბოდბეში არასრულწლოვანი შვილების თვალწინ სანადირო თოფით 27 წლის ქალი სასიკვდილოდ დაჭრა. ქალი 23 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილის უფლებამონაცვლისა და არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავდა.

მათივე ცნობით, გამოვლინდა, რომ კაცი არასრულწლოვან შვილებზეც ძალადობდა.

"საქმეში უფლებები საქართველოს ჩართვის შედეგად, არასრულწლოვანებს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. საყურადღებოა, რომ ბავშვებთან ორგანიზაციის იურისტების მუშაობამ გამოავლინა არა მხოლოდ მათი მძიმე ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო მამის მიერ მათი თანდასწრებით დედის მკვლელობის ფაქტით, ასევე, მამის მხრიდან შვილების მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ეპიზოდი.

გამოძიების მიმდინარეობისას, ორგანიზაციის იურისტებმა მაქსიმალურად უზრუნველყვეს ბავშვების მონაწილეობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვითა და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან არიდებით ჩატარება", - ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა