დამცირება, ანტისანიტარია, უარი სამედიცინო მომსახურებაზე - ეს იმ ჩამონათვალის მხოლოდ ნაწილია, რომლის გამოც რუსთავის ციხეში პროტესტი ფართოვდება. მეექვსე დაწესებულების პატიმრებმა საპყრობილიდან წერილი გამოგზავნეს, ოჯახებმა კი აქცია გამართეს და ციხის ადმინისტრაციის გადადგომა მოითხოვეს. არის შემთხვევები, როცა მსჯავრდადებულთა ახლობლების მტკიცებით, რამდენიმე ადამიანს საჭიროების მიუხედავად, ოპერაციის გაკეთების საშუალებას არ აძლევენ. ამ ეტაპზე დაახლოებით 70 პატიმარი შიმშილობს.