logo
ENG



შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი კანდელაკზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო

14 იან 202313:23
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროპული საქართველოს წევრ გიორგი კანდელაკზე თავდასხმის გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

გუშინ, რუსთაველის გამზირზე გიორგი კანდელაკს რუსული სიმღერის, Чёрные глаза გამორთვის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. პოლიტიკოსის თქმით, მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

კანდელაკის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მან პოლიციას შეატყობინა.


close დახურვა