logo
ENG



შმიგალის თქმით, კანადა უკრაინის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდ კანადურ დოლარს გამოყოფს

10 აპრ 202200:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/10/ebq1voa7dza2g8q.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, კანადა უკრაინის მხარდასაჭერად 1.5 მილიარდ კანადურ დოლარს გამოყოფს.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, თანხა მოხმარდება უკრაინის ჯარის და მოქალაქეების საჭიროებებს.

შმიგალის თქმით, თანხა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩაირიცხება. ეს იქნება პირველი ჩარიცხვა, მას შემდეგ რაც ფონდმა ანგარიში გახსნა, რათა უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერა გამარტივდეს.


close დახურვა