logo
ENG



შმიგალის თქმით, უკრაინას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდეს

12 სექ 202215:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/zinrz9op7szgus6.jpg

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი მაქსიმუმ ორ წელიწადში გახდეს.

"ჩვენ ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. გაცნობიერებული გვაქვს, სხვა ქვეყნებმა ეს გზა როგორ გაიარეს. ამისთვის 5, 7, 8 წელი დასჭირდათ. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ეს გზა მაქსიმუმ ორ წელიწადში გავიაროთ და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ - გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი," - თქვა უკრაინის პრემიერმა.

გუშინ შმიგალმა თქვა, რომ სისხლიანი ომის 200 დღის შემდეგ მთავარი დასკვნა ის არის, რომ უკრაინამ სტრატეგიულად გაიმარჯვა, საკუთარი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში, ხოლო რუსეთმა სტრატეგიულად წააგო.


close დახურვა