მსოფლიოში შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. მთვარი სადღესასწაულო ლიტურგიები ტარდიციულად ვატიკანსა და ბეთლემში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში ჩატარდა, თუმცა საზეიმო განწყობის გარეშე. ისრაელ ჰამასის ომის გამო ბეთლემი წელს უცხოელი ტურისტებისთვისაც და მორწმუნეებისთვისაც ჩაკეტილია. კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც შობას ომის პირობებში აღნიშნავს, უკრაინაა. წელს პირველად შობის დადგომა უკრაინელებმა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს იზეიმეს.