logo
ENG



შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

03 აგვ 202400:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/vzvp9emmcpi6mnf.jpg

2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, რომლებშიც დამსვენებლები ცხოვრობდნენ. ადგილზე სამაშველო სამსახური სტიქიის ეპიცენტრში მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს. 

სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.

მოსახლეობის დასახმარებლად ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან 3 საათში გამოჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შოვში დაღუპულები:

  • ზაზა მესხი
  • მისი ორი არასრულწლოვანი ვაჟი
  • ალინა პოლიკოვსკა, ზაზა მესხის ცოლი და მისი არასრულწლოვანი ვაჟი, სევა
  • დავით ბერიაშვილი
  • სამირა ისაევა
  • გიორგი გოგინაშვილი
  • ქსენია ტრიჩევა
  • და-ძმა - მეგი და გიგი გუტაშვილები
  • ნინო კენჭაძე
  • და-ძმა მარიამ და კოტე მაისურაძეები და მათი დედა, შორენა ბიჭაშვილი
  • გენადი სულთანიშვილი
  • და-ძმები - ლუკა, ანდრია, ანასტასია დუდაშვილები და მათი დედა, ნატო ჭელიძე
  • და-ძმა სოფი და გიორგი ყარალაშვილები
  • თემურ ჩარკვიანი
  • ნიკა ჩალაძე
  • სოფო ბაკურაძე
  • გვანცა ბუბაშვილი
  • სალომე ხეთაგური
  • დიტო ფირცხალავა
  • მარინა ხორბალაძე
  • ქეთევან ლობჟანიძე
  • მანანა ჯაჭვაძე
  • ლევან რაზმაძე

სტიქიის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. 1 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ადრეული შეტყობინებისა და მონიტორინგის სისტემის არსებობის შემთხვევაში ამხელა ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

გარდა ამისა, ბევრმა პრობლემურად მიიჩნია სამაშველო ოპერაციის დაწყების დრო. სამაშველო ვერტმფრენი შოვში სტიქიიდან 3 საათში გამოჩნდა.


close დახურვა