logo
ENG



შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

08 აგვ 202312:05
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი დაღუპული იპოვეს. მაშველებმა ცხედარი შოვის მისადგომებთან, მდინარეში ნახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის თქმით, დაღუპული ქალია.

"მდინარის კალაპოტში ნანახია მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ფრაგმენტიც. აღნიშნულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზაცია მიმდინარეობს, რომ ძებნა-შველის არეალი უფრო მეტად გავშალოთ და გავაფართოოთ"- თქვა მღებრიშვილმა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, სტიქიას შოვში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი.

მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.

 


close დახურვა