logo
ENG



შოვში დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი ამოიცნეს

05 აგვ 202314:29
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/05/ni66bg8opeibdo8.jpg

შოვში, სტიქიის დროს დაღუპულებს შორის ზაზა მესხის ცოლი, ალინა პოლიკოვსკა ამოიცნეს. ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი, სინტა დეპონტი ავრცელებს.

ზაზა მესხი ცოლთან და სამ შვილთან ერთად უწერაში ისვენებდა. გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს ოჯახი შოვის მოსანახულებლად ავიდა. ოჯახი ნიდერლანდებში ცხოვრობს და საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა.

"პირველი სიახლე გვაქვს და არ არის კარგი. ქუთაისის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ვიყავით და დავადგინეთ, რომ ალინა პოლიკოვსკა 3 აგვისტოს გარდაცვლილა შოვის სტიქიაში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. დანარჩენ ოჯახის წევრებზე, ზაზა მესხზე და ჩვენს შვილებზე ჯერ არაფერია ცნობილი", - წერს სინტა დეპონტი.

სინტა დეპონტსა და ზაზა მესხს ორი საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც დაკარგულ სამ ბავშვს შორისაა. 

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და საცხოვრებელი კოტეჯები. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე. 

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი. 

ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 24 ადამიანთან.


close დახურვა