რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად აღარ გაიხსნებიან. ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ პრესკონფერენაციაზე განაცხადა.
"მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება ყინულის გალღობაა და იმ უფსკრულის ამოსავსებად გადამდგარი ნაბიჯია, რაც საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის შეიქმნა. ჩვენ რესტორნებს დაანონსებული გვქონდა დაუმორჩილებლობის აქტი, როგორც მედიამ მონათლა, მე ამას თავისუფლებისთვის ბრძოლის აუცილებლობას დავარქმევდი, სიცოცხლის გადასარჩენად. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შაბათს ეს აქცია არ ჩატარდება. ამ რეგულაციებით ერთადერთი რაც შესაძლებელია, რესტორნები მიტანის სერვისით გააგრძელებებნ ფუნქციონირებას. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილების, გარკვეულწილად, დაფასება", - განაცხადა ბურჯანაძემ.
თუმცა, ბურჯანაძის თქმით, 15 თებერვლიდან გარე სივრცეების გახსნა სარესტორნო ბიზნესისთვის მცირე იმპულსის მიმცემიც კი არ არის.
ბურჯანაძის განცხადებით, თუ 15-ის შემდეგ კოვიდვითარება სტაბილური იქნება, მაგრამ ხელისუფლება რეგულაციების ფარგლებში რესტორნების ნორმალურ ფუნქციონირებას არ განიხილავს, დაუმორჩილებლობის აქტი აუცილებლად ჩატარდება.
ცნობისთვის, 15 თებერვლიდან ქვეყანაში კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები გაიხსნება. დაწესებულებები ღია სივრცეში შეძლებენ მუშაობას.
მთავრობის გადაწყვეტილებამდე რესტორნები 6 თებერვალს თვითნებურად გახსნას აანონსებდნენ.
