logo
ENG



შოთა დიღმელაშვილი: ხელისუფლებას უკვე გამოცლილი აქვს ლეგიტიმაცია

26 ნოე 201916:58
3 წუთის საკითხავი
 
ys72zwwahyzgb8q.jpg

აქციის დაშლიდან 12 საათში პარლამენტის წინ პროტესტანტები კვლავ შეკრებილები არიან და დაშლას არ აპირებენ. პარლამენტის გარშემო მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოები, ჩახერგილია ორივე გვერდითა ქუჩა. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ხელისუფლებას უკვე გამოცლილი აქვს ლეგიტიმაცია.

„ვაპირებთ, რომ განცხადება გავაკეთოთ კონსულტაციების შემდეგ. გვაქვს სხვადასხვა ვადიანი გეგმები. ჩვენი იდეები უკვე შევთავაზეთ ოპოზიციურ პარტიებს და უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ ყველაფერს. წინასწარ ვერ გეტყვით, რადგან ლოკალური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი და არ გვინდა, პოლიცია მობილიზდეს წინასწარ, რადგან ისინი ასრულებენ უკანონო დავალებებს", - აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი: 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ქალი იქ მდგარ პოლიციელებს სთხოვდა, გაეტარებინათ ბავშვებთან ერთად, რაზეც უარი მიიღო. პოლიციამ შესთავაზა ქალს უწყების მანქანით სახლში მიყვანა, რაზეც ქალბატონმა უარი განაცხადა. მისი თქმით, სახლში ასასვლელად შემოვლითი გზები არ უნდა სჭირდებოდეს.

პარლამენტთან აქციაზე მოსული ადამიანები აცხადებენ, რომ არ უნდათ ტყუილებში ცხოვრება, სწორედ ამიტომ დგანან რუსთაველზე.

„მე მინდა, ჩემი შვილები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ ქვეყანაში და არა საფაშოში, ჩვენ არ გვმართავს არჩეული ხელისუფლება, ჩვენ გვმართავს ერთი კონკრეტული ფაშა“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 


close დახურვა