"ფორმულას" ინფორმაციით, ნომერ პირველ ტერორისტად წოდებული შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვის დროს ხალხში ავტომობილი მიზანმიმართულად შევარდა. დაშავდა ორი ადამიანი. ისინი უკვე ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მანქანას ქალბატონი მართავდა. მას ოჯახის წევრები არ იცნობენ.
უკრაინაში მოკლული ჭიჭიაშვილი ხეობაში რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს და ის დღეს დაკრძალეს.