ქვეყანაში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე საპარლამენტო უმრავლესობა, უკვე ერთია საათია მსჯელობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის დამტკიცების ალბათობაც ნულის ტოლია. ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების პროექტის განხილვას, ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. უმრავლესობის წევრები არ მალავენ, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თემაზე, გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.
"საინტერესო წინადადებაა და მგონი მას ბევრი მხარდამჭერი ეყოლება",-აღნიშნავს შოთა ხაბარელი.
"ფორმულას" კითხვაზე, ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება თუ არა ხელისუფლების პირობა, რომ 2024 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხაბარელი პასუხობს, რომ აღნიშნულზე საუბარი ნაადრევია.
"რა იქნება 2024 წელს, ამას გვიჩვენებს დრო. შესაბმისად ჩვენ უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რაც იქნება მომგებიანი",-აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
კოსულტაციები "ქართული ოცნების" მთავარი ოფისში ამ დრომდე მიმდინარეობს და ჯერჯერჯობით უცნობია, შეძლებენ თუ რა ე.წ. მეამბოხეები თანაგუდნელების დარწმუნებას.