logo
ENG



შოთაძე: სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები მიმდინარე საქმეებით სპეკულირებენ

17 თებ 202019:04
3 წუთის საკითხავი
 
0g0di77s3dnw1oq.png

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ გახმაურებულ გამოძიებებზე ისაუბრა, რომელიც მის სახელთან არის დაკავშირებული. შოთაძის განცხადებით, სხვადახვა პოლიტიკური ჯგუფები ხშირად ცდილობენ მიმდინარე საქმეებზე აპელირებას და მათ გამოყენებას სპეკულირებიზ მიზნით.

„ისეთ პოლარიზებულ საზოგადოებაში, როგორც ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც ვხედავთ რომ პოლიტიკური ჯგუფები საკმაოდ აქტიურები არიან და ცდილობენ სხვადასხვა მიმდინარე გამოძებაზე აპელირებას, სპეკულირებას. ძალიან რთული არის, ზოგადად პროკურორობა რთული არის და ყველა პროკურორმა და გამომძებელმა უნდა მოახერხოს ეს რომ მაქსიმალურად ეჭვები არ დარჩეს გამოძიების მიმართ“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარი საპროკურორო საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. ის აღნიშნულ თანამდებობას 3 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე იკავებდა. 2018 წლის 31 მაისს კი მან გენერალური პროკურორის თანამდებობა ე.წ. „ხორავას ქუჩის საქმესთან" დაკავშირებული დარღვევების გამო დატოვა. 

შოთაძე თანამდებობაზე იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობამ ანუ მინიმუმ 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

 


close დახურვა