logo
ENG



შოთაძე შუშის სასახლეში შეხვედრაზე:იყო მეგობრული შეხვედრა, ზეწოლა არ განმიხორციელებია

17 თებ 202018:56
3 წუთის საკითხავი
 
l69gc9p34umpten.png

ირაკლი შოთაძის მოსმენა პარლამენტში უკვე რამდენიმე საათია გრძელდება. ცოტა ხნის წინ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გაცემა დაიწყო. შოთაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ დაესწრო ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ბიზნესმენების შეხვედრას. მისივე თქმით, ის შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა და რადგანაც პროკურორის ეთიკასთან არანაირი წინააღმდეგობაში არ მოდიოდა, დაესწრო კიდეც საუბარს.

„მე ამ შეხვედრაზე ვისაუბრე უკვე საკმაოდ დეტალურად. იმ კუთხით განვმეორდები, რომ მთავარ პროკურორს აქვს უფლება აწარმოოს კერძო შეხვედრები, როცა ეს შეხვედრები არ ეხება მის საქმიანობას - ეს არის მისი, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლება. თუ ფიქრობთ, რომ არ უნდა ჰქონდეს პროკურორს ამის უფლება, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს. ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით და საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია. რაიმე რომ ყოფილიყო ისეთი, რაც მე მაფიქრებინებდა, რომ შეიძლება ეს წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე იქიდან წამოვიდოდი - მაგრამ ასეთი ვერაფერი დავინახე - ეს იყო მეგობრული შეხვედრა. არანაირი ზეწოლა არავისზე არ განმიხორციელებია", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს, ვანო ჩხარტიშვილსა და მამუკა ხაზარაძეს შორის გამართულ შეხვედრაზე დასწრება ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს მოსმენების დროს აღიარა. 


close დახურვა