logo
ENG



შოთაძის არჩევის ერთადერთი კრიტერიუმია ივანიშვილისადმი ლოიალობა, მონობა - ბოკუჩავა

17 თებ 202022:12
3 წუთის საკითხავი
 

„ეს ფორმა ავირჩიეთ იმიტომ, რომ ფორმალურ კითხვა-პასუხში ჩართვა შოთაძესთან აზრს მოკლებული იყო", - ასე ხსნის თინათინ ბოკუჩავა მისი და ელენე ხოშტარიას დღევანდელ პერფორმანსს. როგორც ბოკუჩავა განმარტავს, ირაკლი შოთაძე ბიძინა ივანიშვილის მორიგი „მონა და ხელდასმული კადრია", ამიტომაც ფორმალურ მოსმენაში მონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალეს.

„რომ გვქონდეს იმედი, რომ ერთ გულწრფელ პასუხს მაინც მივიღებდით, შესაძლებელია გამოიყენო ეს საპარლამენტო ბერკეტი. მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი წინმსწრებად არის გაწერილი - არავის არანაირი უფლება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ივანიშვილის გადაწყვეტილებას ბეჭედი დაასვას. ყველაფერს აკონტროლებს ერთი ადამიანი და ნიღბებით სწორედ ეს აფსურდი გამოვხატეთ. კიდევ ერთი ასპექტი იყო ფლაერების დარიგება, რომელზეც იყვნენ პოლიტპატიმრები გამოსახულნი. ეს ადამიანები იდევნებიან პოლიტიკური მოტივებით და დევნის ინსტრუმენტად რომ შეინარჩუნოს პროკურატურა, ამიტომ აბრუნებს შოთაძეს ივანიშვილი. ივანიშვილისთვის ამჯერადაც არაა მნიშვნელოვანი ადამიანის შესაბამისობა პოსტისთვის - ერთადერთი კრიტერიუმია მისდამი ლოიალობა, მონობა", - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია და თინათინ ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბიძინა ივანიშვილის ნიღბებითა და ფლაერებით მივიდნენ.


close დახურვა