logo
ENG



შოლცი: ომი უკრაინაში დამთავრდება მაშინ, როცა პუტინი ჯარებს გაიყვანს

06 აპრ 202423:01
3 წუთის საკითხავი
clock 234
2024/04/06/95pqtmebb7jgvi8.jpg

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ქვეყნიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ომი უკრაინაში იმ მომენტში დამთავრდება, როცა პრეზიდენტი პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა, ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გააცნობიერებს, რომ ვერ მოიგებს ომს ბრძოლის ველზე", - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს გააძლიერონ უკრაინის მხარდაჭერა და დაამატა, რომ არც გერმანია შეასუსტებს კიევის დახმარებას.

ბუქარესტში გამართულ ევროპელი სოციალ-დემოკრატების შეკრებაზე გამოსვლისას, შოლცმა თქვა, რომ ესკალაციის, მათ შორის NATO-სა და რუსეთის პოტენციური კონფლიქტის, თავიდან არიდების საუკეთესო გზა, "ეფექტური შეკავების" სტრატეგიაა.


close დახურვა