logo
ENG



შოლცი: რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

22 ნოე 202417:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/22/khe9gdp81jo0wyi.jpg

BBC-ის ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ სიტუაციის ბოლოდროინდელი ესკალაცია აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ეს ომი.

გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინის მხარდამჭერია, თუმცა მათ Taurus-ის ფრთოსან რაკეტებს არ გაუგზავნის. შოლცი თვლის, რომ NATO-სა და რუსეთს შორის დაპირისპირება თავიდან უნდა იქნას აცილებული.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქ დნიპროზე იერიში ახალი რუსული საშუალო მანძილზე მოქმედი ორეშნიკის ბალისტიკური რაკეტით მიიტანა.

 

 

 


close დახურვა