logo
ENG



შოლცი: შეუძლებელია, რუსეთთან იმ ურთიერთობების დაბრუნება, რაც ომამდე იყო

27 ივნ 202221:31
3 წუთის საკითხავი
 
შოლცი: შეუძლებელია, რუსეთთან იმ ურთიერთობების დაბრუნება, რაც ომამდე იყო

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, შეუძლებელია, რუსეთთან იმ კავშირების დაბრუნება, რაც უკრაინაში შეჭრამდე იყო. ეს შოლცმა G7-ის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული ომი არის "ღრმა ჭრილობა" საერთაშორისო ურთიერთობებში.

შოლცის თქმით, ჯერ გაურკვეველია, თუ როგორ შეიცვლება მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა G7-ის წევრები უნდა "იდგნენ ერთად"

"ეს არის ის, რაც გვაერთიანებს - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა" - თქვა შოლცმა.


close დახურვა