logo
ENG



შოლცი და მაკრონი პუტინს ესაუბრნენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

12 მარ 202218:59
3 წუთის საკითხავი
 

დღეს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრნენ და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.

ევროკავშირის ორი დიდი ქვეყნის ლიდერმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ რუსეთმა შეწყვიტოს უკრაინელების დაბომბვა და მკვლელობა.

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის წარმომადგენლის ცნობით, საუბარი დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა. პუტინთან საუბრამდე კი ორივე ლიდერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

მეორე მხრივ კრემლი იუწყება, რომ პუტინმა მაკრონსა და შოლცს „უკრაინაში არსებული მდგომარეობის შესახებ" თავისი ხედვა გააცნო.

პუტინის ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის მოქალაქეებზე თავად უკრაინელი სამხედროები ძალადობენ, ისინი უკანონოდ კლავენ ადამიანებს და ზოგადად „საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“ მძიმედ არღვევენ. აღსანიშნავია, რომ პუტინი კვლავ არ აღიარებს რომ უკრაინაში ომია.

მაკრონმა და შოლცმა პუტინთან ომის განმავლობაში უკვე არაერთხელ ისაუბრეს. ომის დაწყების შემდეგ პრეზიდენტი მაკრონი მას უკვე 9-ჯერ ესაუბრა. მაკრონი ხაზგასმით აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთის ლიდერთან კომუნიკაციის არხის შენარჩუნება, მაშინ როცა პუტინი გარე სამყაროსთან ფიზიკურად გამოჩენას ერიდება.

 

close დახურვა