logo
ENG



შოლცის თქმით, მომავალ კვირას ირანს ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციები დაუწესდება

12 ნოე 202215:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/12/jsrto90gay2yo75.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, მომავალ კვირას ირანს ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციები დაუწესდება.

შოლცის თქმით, ევროკავშირმა უკვე შემოიღო სანქციების რამდენიმე პაკეტი, შემდგომი სანქციები კი მომავალ კვირას დაემატება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ევროკავშირს სურს გააგრძელოს ზეწოლა ირანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე.

"ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვიმოქმედოთ, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა. ჩვენ ვხედავთ ირანელების მამაცურ ბრძოლას მეტი თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის და მათ წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას. სანქციები არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც ჩვენ ვაძლიერებთ ზეწოლას რეჟიმზე", - თქვა გერმანიის კანცლერმა.

მანამდე, შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხის დიპლომატიური გადაწყვეტა ჯერ კიდევ შეუძლებელია.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა ირანს რუსეთისთვის ე.წ. კამიკაძე დრონების გადაცემის გამო, სანქციები დაუწესა. სანქციები ირანის წინააღმდეგ რეკორდულ ვადებში დაწესდა.


close დახურვა