logo
ENG



შოლცის თქმით, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება უნდა გადაილახოს

27 თებ 202218:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/27/46z3szi2p6e70a9.jpg

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის 2 ტერმინალის აშენებას გეგმავს, რათა ქვეყანაში გაიზარდოს ბუნებრივი გაზის რესურსები და შემცირდეს გერმანიის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

შოლცის თქმით, გერმანიას შეუძლია მოკლე ვადებში ააშენოს თხევადი ბუნებრივი გაზის 2 ტერმინალი ბრუნსბიუტელსა და ვილჰელმსჰევენში.

„ჩვენ გავაკეთებთ მეტს, რათა დავრწმუნდეთ რომ ჩვენი ქვეყნისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მარაგს ვფლობდეთ.

ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, რათა გადავლახოთ დამოკიდებულება ენერგიის ინდივიდუალურ მომწოდებლებზე.

გასული რამდენიმე დღის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ პასუხისმგებლობიანი, მომავლის პერსპექტივის მქონე ენერგოპოლიტიკა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ ჩვენი ეკონომიკისა და ბუნებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც“ - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის წინაშე.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ქვეყნის მიზანია მაქსიმალურად მოკლე დროში გაზარდოს ენერგიის განახლებადი წყაროები.

გარდა ამისა, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია გრძელვადიან პერსპექტივაში ბუნებრივი გაზის საცავის მოცულობას 2 მილიარდი კუბური მეტრით გაზრდის და ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობით საერთაშორისო ბაზარზე შეიძენს დამატებით ბუნებრივ აირს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურის მონაცემებით, გერმანიას ახლა 24 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მიწისქვეშა საცავი აქვს, რომელიც დაახლოებით 30%-ითაა სავსე.

აღსანიშნავია, რომ გერმანია დასავლური ქვეყნების მხრიდან წნეხის ქვეშ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საფრთხის პარალელურად აღმოჩნდა. დასავლური ქვეყნები გერმანის მოუწოდებენ, რომ რუსულ გაზზე ნაკლებად იყოს დამოკიდებული.

მიმდინარე კვირის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე პასუხად,  გერმანიამ შეწყვიტა 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენის პროექტი. 


close დახურვა